გართობისა და დასვენების მოყვარულთ სამორინე ბერიკონი გეპატიჟებათ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში. ჩვენი სამორინე თბილისის კოლორიტულ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და გამოირჩევა როგორც მოსახერხებელი ადგილმდებარეობით, ასევე მყუდრო გარემოთი. ბერიკონის კარი თქვენთვის ღიაა ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.

მისაღებში თქვენ დაგხვდებიან რამდენიმე ენაზე მოსაუბრე მეგზურ–გოგონები, რომლებიც სიამოვნებით გაგიძღვებიან სათამაშო დარბაზში და მოგაწვდიან სასურველ ინფორმაციას.

აზარტული თამაშების მოყვარულთ პირველ დარბაზში ელის სლოტ–აპარატები. აქვე თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ელექტრონული რულეტზე, რომლის მინიმალური ფსონი 20 თეთრია. ჩვენი ავტომატური რულეტი სხვებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ამ შემთხვევაში სპინი დილერის მიერ კეთდება.

ბერიკონის მთავარ სათამაშო დარბაზში თქვენ შეხვდებით ბაკარას (პუნტო–ბანკო), ბლექ ჯეკის, ამერიკული რულეტისა და სხვადასხვა სახეობის პოკერის სათამაშო მაგიდებს. ჩვენთან შეგიძლიათ ითამაშოთ 6 კარტიანი, 7 კარტიანი და რუსული პოკერი. აგრეთვე კაზინო ჰოლდემი, თქვენთვის კარგად ცნობილი ტეხასური პოკერი.

ბერიკონში თქვენთვის სასურველი მინიმალური ფსონები 1 ლარიდან იწყება, მაქსიმალური ფსონები ამერიკულ რულეტზე არის 200 დოლარი, ბლექ ჯეკზე 1000 დოლარი, ხოლო პოკერის ნებისმიერ თამაშზე მაქსიმალური ფსონი არაა ლიმიტირებული.

სათამაშო ჩიპები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათებით.

ბერიკონში ფუნქციონირებს ბარი, სადაც საუკეთესო ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტიდან შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება. საღამოს 9 საათიდან თქვენს განკარგულებაშია ფურშეტის მაგიდა, რომელთანაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ პროფესიონალი მზარეულების მიერ მომზადებული ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძები.

ჩვენთან თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მოისმინოთ ცოცხალი მუსიკაც, კლასიკური და თანამედროვე მელოდიების მომაჯადოებელი ჰანგები ბერიკონის მყუდრო ატმოსფეროს კიდევ უფრო სასიამოვნო ელფერს აძლევს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გართობისა და დასვენების მოყვარულთ სამორინე ბერიკონი გეპატიჟებათ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში. ჩვენი სამორინე თბილისის კოლორიტულ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს